შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში 15 წლის ბიჭის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ღამით თბილისში, წყნეთის დასახლებაში, მოზარდი დენის დარტყმით გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.