გაერთიანებული სამეფო უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ CNN წერს.
ახალი ტრანშის ფარგლებში, რომელსაც NATO-ს სამიტზე განიხილავენ, გაერთიანებული სამეფო და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უზრუნველყოფენ Challenger 2-სთვის ათასობით დამატებით საბრძოლო მასალას და 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანას.
პროგრამებს NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი დააფინანსებს.
„NATO-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა, ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და ნატო-ს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და ევროპაში მშვიდობას დააბრუნებს“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.