ცნობილია, რა შემთხვევაში დაუბრუნდება სკოლა დისტანციურ სწავლებას

"თუ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდება, ჯანდაცვის ცენტრი გადაწყვეტს, კონკრეტული კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა", - განათლების მინისტრის მაოდგილე ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში დაფიქსირდება ვირუსი, ეს იქნება მოსწავლის თუ მასწავლებლის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ერთვება სკოლის ადმინისტრაცია, ასევე, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ - მთლიანად სკოლა“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შეუძლიათ სკოლებს მიმართონ და მათი საგნის სწავლება გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე.