ახალი თავდაცვის პაკეტის ფარგლებში ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 30 ჯავშანმანქანას გადასცემს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბენიზისთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ზელენსკის თქმით, უკრაინასა და ავსტრალიას შორის სრული პოლიტიკური გაგება სუფევს.
„ავსტრალიამ უკრაინისთვის ახალი თავდაცვის პაკეტი მიიღო, 30 Bushmaster-ის ჩათვლით. შეხვედრა წარმატებული იყო. ჩვენ შორის სრული პოლიტიკური გაგება სუფევს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.