ნორვეგია უკრაინას 1000 სადაზვერვო დრონს გაუგზავნის

ნორვეგია უკრაინას 1000 Black Hornet-ის ტიპის თვითმფრინავს გაუგზავნის, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა 12 ივლისს. მცირე ზომის დრონი, რომელიც 32 გრამს იწონის, დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ეს დრონები ე.წ. „ნანოდრონების“ კატეგორიას განეკუთვნება და გამოსაყენებლად მარტივია.  ამასთან, მინისტრის განმარტებით, გამძლეა და განსაკუთრებით კარგია ურბანულ რაიონებში საბრძოლველად.

ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს 300 მილიონი დოლარი გამოყო. 2023 წლის დასაწყისში ნორვეგიის პარლამენტმა უკრაინისთვის 7,4 მილიარდი ევროს მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცა, რაც ხუთწლიანი დახმარების პაკეტის ნაწილია.