უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, კანადა $410 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ტრუდომ ასევე განაცხადა, რომ კანადა უმასპინძლებს უკრაინელ კადეტებს სამეფო სამხედრო კოლეჯში ინტენსიურ სამკვირიან ტრენინგზე უმასპინძლებს.
„პუტინს სურს, გაანადგუროს უკრაინელები, მაგრამ ის ვერ შეძლებს, რადგან ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდებათ და სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ტრუდომ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ლატვიაში უკრაინელი ჯარისკაცების სასწავლო მისიის გაფართოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 40 000 სამხედრო და უსაფრთხოების პერსონალი მომზადდა.