ჩინეთის საბაჟო უწყების მონაცემებით, წელს ქვეყნის საგარეო ვაჭრობა 12,4%-ით შემცირდა და 285 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბოლო სამ წელიწადში ყველაზე დიდი უკუსვლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ყველაზე მეტად შემცირდა ვაჭრობა აშშ-სთან, სადაც ჩინეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 23,7%-ით დაეცა.
მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ იმპორტიც შეამცირა, რის მიზეზადაც უწყება ასახელებს, პირველ რიგში, სუსტ დინამიკას მსოფლიოსა და საშინაო ბაზარზე.
ჩინეთის პროდუქტზე მოთხოვნილების შემცირებას ასევე ხელს უწყობს მაღალი ინფლაცია, გაზრდილი პროცენტები და ენერგომატარებლების ფასები.