საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი დიდი ალბათობით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დააპირებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სამმა ქვეყანამ რუსეთის საპასუხოდ დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

ევროკავშირის მიერ დეკემბერში შემუშავებული ახალი კანონპროექტის ფარგლებში, ნავალნის მოწამვლისთვის რუსეთს შესაძლოა სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვისაც დაუწესდეს.

მოსკოვზე ზეწოლა განსაკუთრებით გაძლიერდა გასული კვირიდან, როდესაც რუსეთმა ევროკავშირის სამი ქვეყნის დიპლომატი გააძევა.

დიპლომატების გაძევების პარალელურად, გერმანია მანამდეც მოითხოვდა რუსეთის დასჯას ნავალნის მოწამვლისთვის.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მხარდაჭერით, გერმანია მოითხოვს,რომ სანქციები არ შეეხოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენს, რომლითაც რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთს უკვე დაუწესა სანქციები 2014 წელს, ასევე სანქცირებულია პუტინთან დაახლოებული ექვსი ოფიციალური პირი, ნავალნის მოწამვლის.