რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

რუსეთმა უარი განაცხადა უკრაინასთან შეთანხმების განახლებაზე, რომელიც მას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა. ახლა კიევს სურს, ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტები მოძებნოს.

რას გულისხმობდა შეთანხმება

როდესაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში, მისმა საზღვაო ფლოტმა ქვეყნის შავი ზღვის პორტები დაბლოკა. უკრაინას მარცვლეულის შეთანხმება საშუალებას აძლევს, რომ მისმა სატვირთო გემებმა შავი ზღვის დერეფანი ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნი/პივდენის პორტებისაკენ უსაფრთხოდ გაიარონ. შეთანხმება გაფორმდა 2022 წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით. ის ასევე საშუალებას აძლევდა რუსეთის საზღვაო ფლოტს, შეემოწმებინა გემები ბოსფორის სრუტეში, შავი ზღვის შესასვლელთან.


რატომ არის მნიშვნელოვანი „მარცვლეულის გარიგება“

უკრაინა მზესუმზირის, სიმინდის, ხორბლისა და ქერის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთის ბლოკადა იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული „ხაფანგში“ აღმოჩნდება უკრაინის შავი ზღვის პორტებში. ამან საკვებზე ფასების ზრდა გამოიწვია.

საკვების დეფიციტი ემუქრება აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე. როდესაც შეთანხმება გაფორმდა და მარცვლეულის მიწოდება ხელახლა დაიწყო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, სურსათის მსოფლიო ფასები დაახლოებით 20%-ით, დაეცა.


რატომ თქვა რუსეთმა უარი მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ დაუწესებიათ სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, რუსეთი მაინც ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეაფერხა გადამზიდავი ფირმები, საერთაშორისო ბანკები და მზღვეველები მის მწარმოებლებთან ურთიერთობისას.


რა სანქციები აქვს დაწესებული რუსეთს

რუსეთი უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა. გაერომ შესთავაზა რუსეთს ბანკის შვილობილი კომპანიის შექმნა, რომელსაც მიეცემოდა უფლება, გამოეყენებინა Swift-ი, მაგრამ რუსეთმა უარი თქვა ამ ვარიანტზე და განაცხადა, რომ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. რუსეთი აცხადებს, რომ ხელახლა შეუერთდება შეთანხმებას, თუ მისი პირობები დაკმაყოფილდება. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აგვისტოში დაგეგმილ შეხვედრაზე შეეცდება, კვლავ დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი, რომ შეთანხმება გააგრძელოს.


რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულისთვის

ევროკავშირში არსებობს უკრაინული მარცვლეულის დისტრიბუციის  გეგმა, რომლის თანახმად, ტრანსპორტირება შეუძლებელია შავი ზღვის გავლით. გეგმაში ნათქვამია, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია უკრაინის საზღვრის გავლით პოლონეთთან და გადატანა ბალტიის ზღვის პორტებში, ან რკინიგზით და ბარჟით რუმინეთის პორტ კონსტანცამდე.


ომის დაწყებიდან უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს აგზავნის პოლონეთთან, სახმელეთო საზღვარზე. თუმცა, სავარაუდოდ, იქნება შეფერხებები, თუ ის უფრო მეტ მარცვლეულს ამ მარშრუტით გაიტანს. უკრაინის რკინიგზას სხვა სარკინიგზო ხაზი, რაც ნიშნავს, რომ მარცვლეულით დატვირთული თითოეული მატარებელი საზღვარზე, ვაგონების ერთი ნაკადიდან მეორეზე უნდა გადავიდეს.

ასევე, აღმოსავლეთ ევროპის სარკინიგზო ქსელს არ აქვს შესაძლებლობა, ბალტიისპირეთის პორტებსა და კონსტანცაში  გადაიტანოს მარცვლეულის შედარებით დაბალი მოცულობებიც კი, რასაც უკრაინა  აქამდე სახმელეთო გზით ახერხებდა.

ბევრი მარცვლეული დარჩა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი, ვიდრე შემდგომი ტრანსპორტირება მოხდებოდა. ამან გააფუჭა მათი ბაზრები და გამოიწვია ადგილობრივ საკვებზე ფასების ვარდნა. ამ ქვეყნებში ფერმერების შემოსავლების დასაცავად, ევროკავშირი უკრაინის საკვების ექსპორტზე შეზღუდვას 15 სექტემბრამდე დათანხმდა.


სად წავიდა უკრაინის სურსათის ექსპორტი

გაერო ამბობს, რომ ყველა საკვები პროდუქტიდან უკრაინამ გასული წლის განმავლობაში მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში გაიტანა:

     47% წავიდა "მაღალშემოსავლიან ქვეყნებში", მათ შორის ესპანეთი, იტალია და ნიდერლანდები.
     26% წავიდა „ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში“, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი.
     27% წავიდა „დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში“, როგორიცაა ეგვიპტე, კენია და სუდანი.

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ასევე წაიკითხეთ: