უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობელი ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინისთვის ენერგოტექნიკის შესაძენად დახმარების გამოყოფას გულისხმობს. მეგობარი აზერბაიჯანის ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინის ენერგოკომპლექსის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, აგრესორის მუდმივი თავდასხმების ფონზე. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა მოვამზადოთ უკრაინის ენერგეტიკული სისტემა ზამთრისთვის“, - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ Twitter-ზე.
ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას 17 ივლისს მოაწერა ხელი.