რუსეთმა იაპონიის ზღვაში 20 ივლისს ჩინეთთან ერთად დაიწყო სამხედრო-საზღვაო მანევრები, რომელთა მიზანიც მოსკოვის განცხადებით, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება.
სწავლება 23 ივლისამდე გაგრძელდება. რუსეთის განცხადებით, წვრთნების მიზანია „სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის გამტკიცება ორ ქვეყანას შორის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.“
2019 წლის შემდეგ ეს რუსეთ-ჩინეთის უკვე რიგით მეექვსე ერთობლივი პატრულირებაა ამ რეგიონში.
მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა მას მერე, რაც რუსეთი შარშან უკრაინაში შეიჭრა და პეკინმა კრემლის ეს მოქმედება არ დაგმო.