წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო ბელორუსის წითელი ჯვრის ხელმძღვანელის, დიმიტრი შევცოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან უკრაინის უკრაინელი ბავშვების ბელორუში გადაყვანაში მონაწილეობა აღიარა.
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) მედიისგან შეიტყო, რომ ბელორუსის წითელი ჯვრის გენერალური მდივანი ცოტა ხნის წინ ეწვია ლუგანსკსა და დონეცკს. ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულნი ამ ვიზიტის შესახებ და არცერთ აქტივობაში არ ვიყავით ჩართული, მათ შორის ბავშვებთან დაკავშირებით. ჩვენ დავუკავშირდით ბელორუსის წითელ ჯვარს, რომ გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება და რომ მომავალში შეწყვიტონ მსგავსი ქმედება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
20 ივლისს ბელორუსის ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის წითელი ჯვრის ხელმძღვანელი, დიმიტრი შევცოვი გაემგზავრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიით აღიარა, რომ ქვეყნის წითელი ჯვარი წაიყვანს ბავშვებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მანამდე ბელორუსის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენცოვი იქ წინა მოგზაურობისას შენიშნეს შენიღბვით, რომელზეც რუსეთის ომის სიმბოლო - „Z“ იყო გამოსახული.
ივნისში, ბელორუსის წითელი ჯვრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში 700-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი იმყოფებოდა.