ტაივანი აცხადებს, რომ მის გარშემო ჩინეთმა 25 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა

ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანის ირგვლივ დამატებითი 25 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და ოთხი ჩინეთის საზღვაო ხომალდი აღმოაჩინა.

უწყების განმარტებით, ამ თვითმფრინავებიდან 13 ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის (ADIZ) სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში შევიდა.


გარდა ამისა, ჩინურ სამხედრო თვითმფრინავებთან ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის პატრულირების შესასრულებლად, ოთხი საზღვაო ხომალდი განლაგდა. ტაივანი აცხადებს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. აგზავნის საზღვაო გემებს და განათავსებს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს.

უწყებამ განმარტა, რომ „ნებისმიერმა უპასუხისმგებლო პროვოკაციულმა ქმედებებმა შესაძლოა, დაძაბულობის მკვეთრი ზრდა და რეგიონული უსაფრთხოების გაუარესება გამოიწვიოს,“ რაც  ტაივანის ან საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიერ ვერ იქნება მისაღები.

ჩინური მხარის კომენტარები ჯერ არ გავრცელებულა.