საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5771 ლარი ეღირება, ევრო – 2.8673 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3111 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5693 ლარი ღირდა, ევრო – 2.8804 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3157 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ივლისს ამოქმედდება და 24 ივლისის ჩათვლით იქნება ძალაში.