ალიევი: მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში

„მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში. Azertag-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედია ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში, 2026 წლისთვის მოსალოდნელია 140 000 ადამიანის დაბრუნება. იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩამოვლენ პირველი მცხოვრებლები და დასახლდებიან ქალაქ შუშაში“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ქალაქი წარმოადგენს აზერბაიჯანის შუშის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2020 წლამდე ქალაქს აკონტროლებდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, იყო შუშის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

2021 წლის 7 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.