ნათია თურნავა თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე: ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ, ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებთ

„ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ", - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კითხვას, ხომ არ აპირებს ის თანამდებობის დატოვებას.

„არ მიწყინოთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ზოგადად ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამავე თემაზე: გიორგი გახარია პოსტიდან შესაძლო წასვლაზე: ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ