საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.