საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს.
„უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.