იტალია უკრაინას ოდესის ისტორიული ტაძრის რეკონსტრუქციაში დაეხმარება. უკრაინაში იტალიის საელჩოს განცხადებით, იტალიის ხელისუფლება მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ფერიცვალების ტაძრისა და სხვა ისტორიული ძეგლების აღდგენაში.
„ბარბაროსობა ვერ გაიმარჯვებს. იტალია, უნიკალური გამოცდილებით რეკონსტრუქციის სფეროში, მზად არის, შეუერთდეს საკათედრო ტაძრისა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის სხვა საგანძურის რეკონსტრუქციას," - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, იტალია, რომელმაც მხარი დაუჭირა ოდესის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანას, იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგენს ქალაქს."
ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.