BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ ციციკარში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის დროს სპორტდარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4-მა თავის დაღწევა მოახერხა, 4 ადამიანი კი, მაშველებმა გადაარჩინეს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებლები დააკავეს.