გამოცემა La Republica-ს ცნობით, იტალიამ გადაწყვიტა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საინვესტიციო შეთანხმებიდან გავიდეს და შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი არ განაახლოს.
დოკუმეტს ვადა 2023 წლის ბოლოს ეწურება.
მისივე ინფორმაციით, იტალიის მიერ ამ ინიციატივის დატოვების საკითხი 27 ივლისს, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. კერძოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავენ და როგორც მედია იუწყება, მელონი ბაიდენისგან ელოდება წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე.
ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას.