კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხესთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია იმართება .
აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ მართავენ.
ისინი ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ შორის არიან, გენადი ბესტაევი, ლაშა ხეტერელი, რამაზ ბეღელური და ირაკლი ბებუა.
აქციაზე იმყოფება ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელმაც ცხინვალის ციხეში 48 დღე გაატარა.
ცნობისთვის, 11 ივლისს სწორედ სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიაზე დააკავეს ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე.
6 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.