მარცვლეულის გარიგების ჩაშლა წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეფერხების ღონისძიებებს მოიცავს. უკრაინის დაზვერვის თანახმად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ჩაშლის ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად დაიყო.

პირველ ეტაპზე, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, რუსეთის მონაწილეობა „მარცვლეულის შეთანხმებაში“ 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2022 წლის 3 ნოემბრამდე შეჩერდა.

დოკუმენტის მიხედვით, ამან მარცვლეულის ექსპორტის შემცირება გამოიწვია.

შემდეგი ეტაპი მოიცავდა ზომებს გემების წვდომის შეზღუდვის შესახებ პივდენის პორტშ, რათა ინსპექტირების ჯგუფების რაოდენობა (არაუმეტეს ორი) შემცირებულიყო და შეწყვეტილიყო მარცვლეულის მატარებლების რეგისტრაცია.

ამან რუსებს საშუალება მისცა „ეფექტიანად“ შეეზღუდათ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი გემების რაოდენობა, მნიშვნელოვნად შეეზღუდა უკრაინიდან სურსათის ექსპორტის მოცულობა, რამაც ზოგადად მოსპო კიევის სურვილი, გაეტანა დაახლოებით 20 მილიონი ტონა ტვირთი.“


უკრაინის თავდაცვის დაზვერვა მიიჩნევს, რომ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების შემთხვევაში, რუსები მთელ დაგროვილ „გამოცდილებას“ შეთანხმებების ეფექტიანად ჩაშლის მიზნით გამოიყენებენ.

„დოკუმენტი აჩვენებს, რომ მარცვლეულის გარიგების ჩაშლის ყველა ქმედება ერთიანი, წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია და უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა მისი განხორციელებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია,“ - წერს უკრაინული მედია დაზვერვაზე დაყრდნობით.