საბერძნეთში, ხანძრის ქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ქვეყნის დედაქალაქ ათენის მახლობლად, კუნძულ ევიაზე, ქალაქ კარისტოსის საჰაერო სივრცეში მოხდა.

მეშვიდე დღეა, საბერძნეთი ტყის ხანძრებს ებრძვის.

მასშტაბურმა ხანძარმა კუნძულ როდოსის 10 პროცენტი გაანადგურა.