ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს წევრი და CPC ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ოფისის დირექტორია, თურქეთს ეწვევა.
Daily Sabah-ის ცნობით, თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ მოვლენებს განიხილავენ.
ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია გუშინ, 25 ივლისს გავრცელდა.