აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გულერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მონაწილეობით შედგა. მოლაპარაკება სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის სფეროში საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა.

აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამედიცინო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებული დონე. თურქმა და აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.