ლატვიაში კიდევ სამი რუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი დაიბლოკა

ლატვიაში კიდევ სამ რუსულ პროპაგანდისტული ვებგვერდს ( wagner2022.ru, dentv.ru და yapolitic.ru) დაბლოკავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო.

სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს რესურსები  გამოიყენება რუსეთის აგრესიული პროპაგანდის მხარდასაჭერად, კერძოდ, დამახინჯებული და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ, ასევე მათი გასამართლებლად.


შეგახსენებთ, რომ თებერვალში ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან დაკავშირებულ რიგ რესურსებზე (ძირითადად Sputnik და RT დაბლოკეს) დროებით შეზღუდა წვდომა.

აპრილში ლატვიაში დაიწყო სასამართლო პროცესების სერია, რომელშიც 16 ჟურნალისტი მონაწილეობდა - ისინი რუსულ საინფორმაციო პორტალებთან - Sputnik- და Baltnews თანამშრომლობდნენ და ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ედებათ ბრალი.