NATO-უკრაინის საბჭო ვილნიუსის სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბა: შეხვედრის შედეგები

დღეს, 26 ივლისს NATO-უკრაინის საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. NATO-უკრაინის საბჭო პირველად შეიკრიბა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება განეხილა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ცალმხრივი შეწყვიტა.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და მისმა წევრებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ გაძლიერებულ მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების და დრონების დახმარებით.

„NATO-უკრაინის საბჭოს მნიშვნელოვანი სხდომა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის გასვლას „მარცვლეულის შეთანხმებიდან“; მის ცინიკურ გადაწყვეტილებას, გამოიყენოს საკვები იარაღად; მის სახიფათო ქმედებებს შავ ზღვაში. NATO ერთიანია და მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და ფხიზლად ყოფნას ამ ზონაში,“ - წერს სტოლტენბერგი.