NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით

26 ივლისს, NATO-უკრაინის საბჭო პირველად შეიკრიბა, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სერიოზულ ვითარება განეხილა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ცალმხრივი შეწყვიტა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით მოიწვია. საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა თავმჯდომარეობდა.

NATO-ს ელჩებსა და მოწვეულ შვედეთს ვიდეოკონფერენციით შეუერთდა უკრაინის ვიცე-პრემიერი და თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე კუბრაკოვი; და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის (J3) უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ოლექსი ჰრომოვი.


მოკავშირეებმა და უკრაინამ რუსეთის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმეს, ასევე დაგმეს რუსეთის მიზანმიმართული მცდელობები, შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, რომელზეც ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული მთელ მსოფლიოში.

მოკავშირეებმა დაგმეს რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები ოდესაზე, მიკოლაივსა და სხვა საპორტო ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვის ცინიკური თავდასხმა უკრაინის მარცვლეულის შესანახ ობიექტზე დუნაის საპორტო ქალაქ რენიში, რუმინეთის საზღვართან ძალიან ახლოს.

მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ახალმა „საშიშმა ზონამ“ შავ ზღვაში, ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში,  ახალი რისკები წარმოშვა არასწორი გათვლებისა და ესკალაციისთვის, ასევე სერიოზული დაბრკოლებები ნაოსნობის თავისუფლებისთვის.


რუსეთი ემუქრება სამოქალაქო გემებს, ატერორებს მშვიდობიან ქალაქებს და ანადგურებს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილებს თავისი სასტიკი დარტყმებით. NATO ერთიანია. სოლიდარობას ვუცხადებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებს, ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის დაცვას და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.“ - განაცხადა ჯოანამ. 


თავის მხრივ, გენერალურმა, მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას შავი ზღვის რეგიონში მის სახიფათო და ესკალაციურ ქმედებებზე. ამასთან, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება.

რუსეთის ქმედებები ასევე ქმნის მნიშვნელოვან რისკებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის, რომელსაც NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ყოველგვარი აგრესიისგან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მოკავშირეები მიესალმნენ თურქეთის მცდელობებს მარცვლეულის შეთანხმების აღორძინების მიზნით და სხვა მოკავშირეების - მათ შორის ბულგარეთისა და რუმინეთის - ასევე ევროკავშირისა და გაეროს ძალისხმევას უკრაინული მარცვლეულის ხმელეთიდან და ზღვით ექსპორტის გასაგრძელებლად. მოკავშირეებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის ძირითადი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.


  • NATO და მოკავშირეები აძლიერებენ მჭიდრო მონიტორინგსა და მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საპატრულო და უპილოტო თვითმფრინავებით.

„გასული წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა რეგიონში, მათ შორის ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მეშვეობით ბულგარეთსა და რუმინეთში,“ - ნათქვამია ალიანსის ინფორმაციაში.

დღეს NATO-უკრაინის საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, ივლისის დასაწყისში ვილნიუსის სამიტზე მისი საინაუგურაციო შეხვედრის შემდეგ.