საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს.
„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს! აფხაზეთი საქართველოა,“ - წერს პრეზიდენტი.
- ე.წ. პარლამენტმა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა