ახალქალაქში მილიონობით სახელმწიფო თანხის საეჭვო ხარჯვის ფაქტები აუდიტმა პროკურატურას მიაწოდა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის საეჭვო და არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან მასალები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ასეულობით ათასი ლარის ფარგლებში მსგავსი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში და პროკურატურაში აღნიშნული მასალებიც უკვე გადაგზავნილია.

ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. გამოვლინდა, რომ 38 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 7,982.6 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გაცემული გამარტივებული ტენდერებით. ხშირ შემთხვევაში პროექტები, რომლებზეც მილიონობით და ასიათასობით ლარი დაიხარჯა, დაუსრულებელია, ან იმდენად ხარვეზიანად არის შესრულებული, რომ ვერ ფუქნციონირებს და ახლიდან რეაბილიტაციას, დაპროექტება-განხორციელებას საჭიროებს. ხელშეკრულების დამრღვევი კომპანების და პირების მიმართ, არა თუ არ დამდგარა სამრთელბრივი პასუხსიმგებლობის საკითხი, ახალქალაქის მერიას ამის ინიცირებაც კი არ მოუხდენია.

საკრებულოს დაუსაბუთებელი ხარჯები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 170.2 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას საკრებლო დოკუმენტურად ვერ ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროსაც, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და კანონშეუსაბამობა კვლავ ფიქსირდება.

სახელმწიფო ქონების გაქირავება არაუფლებამოსილი პირების მიერ და სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისება

აუდიტის ანგარიშით ასევე ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების გაქირავებით, შემოსავალს იღებენ არაუფლებამოსილი კერძო პირები. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სხვადასხვა მოიჯარის მიერჯამურად გადაუხდელი საიჯარო ქირა შეადგენს 84.9 ათას ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ქონებით მოსარგებლეები არ ასრულებდნენ ხელშეკრულებების პირობებს, მუნიციპალიტეტს მათ მიმართ არ გამოუყენებია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია და არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია კუთვნილი თანხების მისაღებად.

გზების და სხვა ინფრაქტრუქტურულ ობიექტების რებილიტაციის დროს გამოვლენილი დარღვევები

2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფ. ბარალეთი - სოფ. კოჩიოსგზის მოასფალტების სამუშაოები,12 ღირებულებით – 913.7 ათასი ლარი. მერიამ ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნების საფუძველზე, რომლებმაც დაადასტურა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ხარისხი.

დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მოწყობილი გზა მთელ სიგრძეზე იყო დაზიანებული. მიმწოდებელს მის აღსადგენად ჩატარებული ჰქონდა დამატებითი სამუშაო, თუმცა გზა არ იყო აღდგენილი სათანადოდ. ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა აღდგენილ მონაკვეთებსაც. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ხარვეზი გამოწვეულია სამშენებლო ნორმების დარღვევით. აღსანიშნავია, რომ საგზაო სამუშაო დასრულდა 2018 წლის დეკემბერში, დაზიანება კი გამოვლინდა ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული მიუთითებს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე, რისი პრევენციაც მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო.

ანალოგიური მდგომარეობა გამოვლინდა სოფლების ბავრა - კარტიკამი - აბულის და ბარალეთი - იხტილას დამაკავშირებელი გზების დათვალიერებისას. პროექტების ჯამური ღირებულებაა 1,897.7 ათასილარი. ობიექტები დაზიანდა მოწყობიდან მოკლე დროში და მიმწოდებლების მხრიდან საჭირო გახდა რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება, რაც სამუშაოს უხარისხობაზე მიუთითებს.

გარდა აღნიშნული მაგალითებისა, დათვალიერებით ასევე გამოვლინდა 5 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხარვეზებით შესრულებული ჯანმრთელობის დაცვის, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები.

ანგარიშის ერთ-ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ობიექტების რეაბილიტაციაში არაეფექტიანად დახარჯა 243.5 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს. მიმწოდებლებს დასრულებული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა ობიექტები არ ფუნქციონირებს, რადგან საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, ინვენტარის შეძენას, კომუნალური კომუნიკაციების მოწესრიგებას და სხვ.

მაგალითად:- მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ვარევანში კლუბის რეაბილიტაციის სამუშაო, ღირებულებით 15.9 ათასი ლარი. ხელშეკრულება მოიცავდა მხოლოდ სახურავის შეცვლას, კიბის ბაქანის მოწყობას და კარ-ფანჯრების ბლოკების დაყენებას. მუნიციპალიტეტმა სამუშაო ჩაიბარა 2019 წლის პირველ ივლისს. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ შენობა არ ფუნქციონირებს, დამატებით ესაჭიროება შესაბამისი ინვენტარი, შიდა რემონტის ჩატარებადა სხვა სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, მუნიციპალიტეტს დამატებითი სამუშაოს შესრულება არ დაუგეგმავს და ობიექტი არფუნქციონირებს.

ასევე, დათვალიერებით გამოვლინდა, რომ არ ფუნქციონირებს ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 227.6 ათასი ლარი:- ორი კლუბი; - ორი მინისტადიონი; - ორი სოფლის წყალსადენი; - სამი ამბულატორიის შენობა.

ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროს, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ხარვეზი კვლავ ფიქსირდება.

2019 წელს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა სოფელკუმურდოს საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის მოასფალტებისა დასოფელ ბარალეთის იუსტიციის სახლის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოს შესყიდვისათვის, ღირებულებით 114.4 ათასი ლარი.

წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევები

2017 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ი/მ გევორგ ღალივონჯიანისგან შეისყიდა სოფელ ალათუმნის სასმელი წყლის ახალი წყალსადენის გაყვანის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია, ღირებულებით 1.5 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ საპროექტო დოკუმენტაცია შეაფასა დადებითად. აღნიშნული პროექტის საფუძველზე, გამოცხადდა ტენდერი და მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ი/მ გარიკ ზარმარიანთან. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 196.0 ათასი ლარი შეადგინა.

სამუშაოს დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყლის სისტემა არ მუშაობდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ალათუმნის წყალსადენზე შექმნილი პრობლემა არასწორი საპროექტო გადაწყვეტილების შედეგი იყო და მუნიციპალიტეტს დაევალა თანხის სრულად ანაზღაურება შემსრულებელი კომპანიის მიმართ. მიუხედავად ამისა, მერიას არ გაუტარებია სამართლებრივი ღონისძიებები პროექტის შემდგენი პირის მიმართ.

საპროექტო ხარვეზები ასევე დაფიქსირდა სოფელი ხორენიის წყალსადენის ახალი მაგისტრალის გაყვანის სამუშაოების შესყიდვისას.

საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისას მუნიციპალიტეტის დანერგილმაკონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხო საპროექტოდოკუმენტაციის შესყიდვის პრევენცია. შედეგად, მერიამ 197.5 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი გასწია ობიექტზე, რომელიც საერთოდ არ ფუნქციონირებს, ხოლო 184.1 ათასი ლარისღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურას აღენიშნება დაზიანებები.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები საპროექტო ორგანიზაციის მიმართ.

2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 724.8 ათასი ლარი. მონიტორინგით გამოვლინდა, რომ წყლის სისტემების მოწყობა რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

იმის გარდა, რომ მუნიციპალიტეტმა სოფელ ალათუმანში 197.5 ათასი ლარით დააფინანსა წყალგაყვანილობის პროექტი და დღემდე საერთოდ არ ფუნქციონირებს, გადაცდომები დაფიქსირდა სხვა პროექტებზეც. სოფლებში: აფნია, აბული, ბუზავეთი, ასევე ქ. ახალქალაქში, წმინდა ნინოსქუჩაზე წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის დახარჯულია 50.8 ათასი ლარი. სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და აღენიშნება სხვადასხვა დაზიანება.

შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილ პერიოდში შესყიდვა. შედეგად, იძულებული გახდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეესყიდა 502.6 ათასი ლარის სამუშაო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვისას მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა კანონმდებლობის დარღვევით და დაკარგა 9.8 ათასი ლარის სატენდერო ეკონომია. შესყიდვების პროცესის მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა მიწოდების ვადა, ვერ მიიღო 16.1 ათასი ლარის კუთვნილი საჯარიმო თანხები.