ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს მოქალაქეები სტვენითა და შეძახილებით აცილებენ 

ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.


„აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა," - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.


„რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს," - ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია თბილისის პარალელურად მიმდინარეობს.


ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

„გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.

აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
 
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.