აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა, პაკისტანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტში ჩაერთონ

ბელუჯისტანის (პაკისტანის პროვინცია) ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტში შესაძლოა, აზერბაიჯანი და ჩინეთიც ჩაერთონ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

დამატებითი დეტალები ჩინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობის მასშტაბებთან დაკავშირებით ჯერ არ მჟღავნდება. ამასთან, პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრმა მუსადიქ მალიკმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა.

პროექტში ასევე მონაწილეობს ოთხი სახელმწიფო პაკისტანური კომპანია, Pakistan State Oil (PSO), Oil and Gas Development Company Limited (OGDCL), Pakistan Petroleum Limited (PPL) და Government Holdings Private Limited (GHPL), რომლებმაც თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ქარხანას შეუძლია, დღეში 0,3 მილიონი ბარელი გადაამუშაოს, მათ შორის წლის განმაბლობაში - 8 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 6 მილიონი ტონა ბენზინი.