აშშ-ის ოფიციალური პირები ეძებენ ფარულ ჩინურ მავნე პროგრამას, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო ოპერაციებზე - NYT

The New York Times-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები თავდაცვის სისტემაში ეძებენ ჩინურ მავნე პროგრამა, რასაც შეუძლია, სამხედრო კომუნიკაციებს და მომარაგების ოპერაციებს შეუშალოს ხელი.

ცნობილია, რომ გასულ კვირას, ჩინეთში აშშ-ის ელჩის, ნიკოლას ბერნსის ელექტრონული ფოსტის ანგარიში გატეხეს, განუცხადა თავის მხრივ, CNN-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა სამმა ოფიციალურმა წყარომ.

ამ თვის დასაწყისში Microsoft-მა და თეთრმა სახლმა დაადასტურეს, რომ ჩინეთში დაფუძნებულმა ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის ანგარიში რამდენიმე ორგანიზაციაში, მათ შორის ზოგიერთ ფედერალურ სააგენტოში გატეხეს.

სამიზნე სააგენტოებს შორის იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და ვაჭრობის დეპარტამენტი, რომლებმაც ჩინურ სატელეკომუნიკაციო ფირმებს სანქციები დაუწესეს.

„ამერიკელმა ოფიციალურმა პირებსა და Microsoft-ის ანალიტიკოსებს თავდაპირველად უჭირდათ იდენტიფიცირება, თუ როგორ მოუწვდებოდათ ხელი ჰაკერებს ელ-ფოსტის ანგარიშებზე, რამაც ცხადყო, რომ მათ საქმე ჰქონდათ დახვეწილ ჰაკერულ გუნდთან,“ განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს.

FBI-მ განაცხადა, რომ პეკინს აქვს უფრო დიდი ჰაკერული პროგრამა, ვიდრე სხვა ერთად აღებულ ყველა მთავრობას.


„ენტონი ბლინკენმა ინციდენტებთან დაკავშირებით, ამ თვის დასაწყისში, ინდონეზიაში მთავარ ჩინელ დიპლომატთან შეხვედრისას ისაუბრა,“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა CNN-ს, მაგრამ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. 

„ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სამიზნედ აქცევს აშშ-ის მთავრობას, ამერიკულ კომპანიებს, ამერიკელ მოქალაქეებს, არის ჩვენთვის ღრმა შეშფოთების საგანი და რომ ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს. მდივანმა ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.