ევროკავშირი ჩინეთს BBC World News-ის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევს

ევროკავშირი ჩინეთს BBC World News-ის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ France24 წერს.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ პეკინის ნაბიჯმა კიდევ უფრო შეზღუდა „გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მის საზღვრებში“ და დაარღვია როგორც ჩინეთის კონსტიტუცია, ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

ცნობისათვის, ჩინეთის ხელისუფლებამ BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა.