შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ რუსეთის მიერ „საკვების იარაღად“ გამოყენება დაგმეს. 29 ივლისს ერთობლივ განცხადებაში მათ ჩინეთს მოუწოდეს, გავლენა მოახდინონ რუსეთზე, რათა მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს.
ორმა ქვეყანამ ასევე დაგმეს ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება და რუსულ ბირთვულ საფრთხეებს „მიუღებელი მუქარა" უწოდეს.
განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე რეაგირება მოჰყვება.