კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს ოკუპანტი ქვეყნიდან

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.

„არ არის მნიშვნელოვანი, რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც ცხადყვეს, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი; ხელოვნური „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზებით“ ოჯახებს ჰყოფს; რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს; არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა, სახმელეთო გზით თუ ზღვით ჩამოსულს.

ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია საქართველოს კონსტიტუციით,“ – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.