ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, - აღნიშნა სპიკერმა.