ჩინეთი პირველი სექტემბრიდან დრონების, მათი კომპონენტებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტს დროებით შეზღუდავს.
ამ გადაწყვეტილებას პეკინი ეროვნული უსაფრთხოების მოტოვებით ხსნის.
აკრძალვა ეხება შორ მანძილზე მოქმედ სამოქალაქო დრონებს, რომელთა წონა შვიდ კილოგრამზე მეტია.
ასეთ მოწყობილობებს ჰაერში ნახევარ საათზე მეტ ხანს ყოფნა, საგნების ტრანსპორტირება და მათი მიწაზე ჩამოყრა შეუძლიათ.
უკრაინის პარტნიორები ეჭვობენ, რომ პეკინი რუსეთს აწვდის საქონელს, რომელსაც შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იყენებდნენ, რასაც ჩინეთი უარყოფს.