ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15-ის საქმე განიხილა. დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებათა მოსაპოვებლად დამატებით დრო მისცა.
შეგახსენებთ, ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შესვლას, პროტესტით დახვდნენ აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.