კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. არავინ დაშავებულა, მძღოლი დააკავეს. მისი მოტივი უცნობია.
მოლდოვის პოლიციის ცნობით, ავარიის შესახებ შეტყობინება დილით ადრე მიიღეს.
მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა. პოლიციის მხრიდან დევნისას, კაცი არ გაჩერდა და გზად კიდევ ორი მანქანა დააზიანა. მისი დაკავება რუსეთის საელჩოდან 20 კილომეტრის მოშორებით მოხერხდა.
რუსეთის საელჩოში TASS-ს განუცხადეს, რომ ვიდრე დაზარალებულ ჭიშკარს არ შეამოწმებენ, მომხდარზე კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ.