თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება 17:00 საათიდან, ამავე ფილიალის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდანაა შესაძლებელი.
მომხმარებელს მომსახურების მიღება, ასევე, თბილისის ვარკეთილისა და თბილისის გლდანის იუსტიციის სახლებში შეუძლია.
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა.
იუსტიციის სახლის განცხადებით, პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, თანამშრომლები შენობისგან დაშორებულ, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
„სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე,“ნათქვამია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.
განახლება: თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24 საათი).