NAEC-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შსს-ს მიმართეს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ანა არგანაშვილი, აცხადებს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად, დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადეს.

მისივე განმარტებით, იძულებითი აღსრულების მოთხოვნით, „აღსრულების ეროვნულ ბიუროს" უახლოეს საათებში მიმართავენ.


„შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს „რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს.” თუ ამას დავუშვებთ, მაშინ, პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები.

ათასნაირი გამოსავალი შეეძლო, მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა,“წერს არგანაშვილი.