ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდ პროკუდინის ცნობით, რუსეთის ძალებმა 3 აგვისტოს ხერსონში ეკლესიაზე მიიტანეს იერიში. გენერალური პროკურატურის ცნობით, ხერსონის დაბომბვის შედეგად, დაჭრილია ტროლეიბუსის 4 მგზვარი.
მისივე ინფორმაციით, პირველი დარტყმის შემდეგ მიმდინარე სამაშველო ოპერაციის, დროს ეკლესია მეორედ დაიბომბა.
უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ მისი ოთხი თანამშრომელი დაშავდა იმ დროს, როდესაც ისინი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ ტაძარში.
„მაშველებს რუსი სამხედროები ომის პირველი დღიდან ესხმიან თავს,“ - განაცხადა პროკუდინმა.