რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

სტიქიის ადგილისკენ უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.


"საქართველოს ამბები" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო.

მასალა განახლდება