შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
უწყების პრესსამსახურის თანახმად, ადგილზე მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.
საევაკუაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი.
რაჭაში, შოვში მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა.