იაპონიამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ, Pfizer-ის ვაქცინას ოფიციალური ავტორიზიაცია მიანიჭა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერის, იოშიჰიდე სუგას თქმით, ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება და პირველად ჯანდაცვის მუშაკები აიცრებიან. კარანტინის ფონზე, ქვეყნის მთავრობას იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობისთვის საკმარის დოზებს შეიძენს.

იაპონიაში საშუალოდ შვიდი დღის პერიოდში 1,600 კაცი ინფიცირდება, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის.

გასულ კვირას მედია წერდა, რომ შპრიცების პრობლემის გამო, იაპონია Pfizer-ის ვაქცინის მილიონობით დოზას ვერ იყენებს.