Wondernet Express Investment Group-ი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სტიქიის ზონაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად

კომპანია Wondernet Express Investment Group-ი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

„ვართ იმედით და რწმენით, რომ დაკარგული ადამიანები უვნებლები დაუბრუნდებიან ოჯახებსა და ახლობლებს. ამავე დროს, კომპანია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სტიქიის ზონაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. კომპანიამ უკვე მიმართა სხვადასხვა ორგანიზაციას, ოფიციალურ უწყებას და აღნიშნული მზადყოფნა დაუდასტურა.“


  • შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
  • სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი.
  • ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.