სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ძალიან შოკირებული ვარ იმ სტიქიით, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია საქართველოს რაჭის რეგიონში. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ისევე როგორც ჩემი სახელით, თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს.
დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას,“- ნათქვამია ფაშინიანის განცხადებაში.