საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაო ამ წუთებშიც გრძელდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა დამატებით ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს.
შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი დამატებით იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაო, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე.
როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც.
დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. ასევე, ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაო.
დღეს თქვენ როგორც იცით, შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მათ ავუხსენით დეტალურად, თუ რა სახის სამუშაო მიმდინარეობს. დამატებით მათ შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რომ თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ, რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოს ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, მსურველები, რა თქმა უნდა, არიან, თუმცა ამ ეტაპზე მოხალისეების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
„გარკვეული ტერიტორიით უკვე წინ წავიწიეთ და მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოხერხდა მდინარის მარცხენა ნაპირზე, სადაც უკვე რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. ხვალ დილიდან ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს. რაც შეეხება ტექნიკის საჭიროებას, პირველივე დღიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა ვერ ხერხდებოდა მიწის მასის გამო ტექნიკის გადაადგილება.
დღეს მოგვეცა საშუალება, რომ ორი ერთეული მძიმე ტექნიკა გადასულიყო მდინარის მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მძიმე ტექნიკის დამატებითი მობილიზება, რათა ხვალ დილიდან უფრო აქტიური ფაზა დავიწყოთ.
400 მეხანძრე-მაშველია ადგილზე მობილიზებული და ამ წუთასაც მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. იმედს ვიტოვებთ, რომ ვნახავთ ამ ადამიანებს ცოცხლებს, თუმცა მოლოდინი შეიძლება, 50/50-ზე იყოს,“ განაცხადა თემურ მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში.